სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.
"მე მინდა პრემიერ-მინისტრს გადავცე ჩემი გულის ჯვარი" – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრნენ სპექტაკლს – "ჩემი მძევალი ანგელოზები", რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.