ანტიტერორისტული კოალიცია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად შეიქმნა, სირიაში სამხედრო ბანაკის დაბომბვას უარყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სირიის მთავრობა იუწყება, რომ სამხედრო ბანაკი ანტიტერორისტულ კოალიციაში შემავალმა ოთხმა ამერიკულმა თვითმფრინავმა დაბომბა, რის შედეგადაც 3 სამხედრო დაიღუპა, ხოლო 13-ზე მეტი დაშავდა.
ანტიტერორისტული კოალიციის თქმით, ისინი სამხედრო ოპერაციას დეირ ალ-ზურში მდებარე სამხედრო ბაზიდან 50 კილომეტრის დაშორებით ახორციელებენ.
მაუწყებლის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა სირიის მთავრობა ანტიტერორისტულ კოალიციას სამთავრობო ძალებზე მიტანილ იერიშში ადანაშაულებს.
ამავე თემაზე:
სირიის ხელისუფლება აშშ-ს კოალიციას სამხედრო ბანაკზე თავდასხმაში ადანაშაულებს