ამერიკული გამოცემა "Huffington Post"-ის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, მაიამის "Betsy Hotel"-ში საინტერესო ფოტოგამოფენა გაიხსნება.
ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ბრიტანული ჯგუფის "The Beatles"-ის დღემდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოსურათები.
ამ ნამუშევრების ავტორი ჯგუფის იმდროინდელი მენეჯერი ბობ ბონისია. 1964-1966 წლებში მისტერ ბობი ჯგუფის წევრებს ამერიკული გასტროლების დროს მუდმივად თან ახლდა და რამდენიმე ასეული ფოტოსურათიც გადაიღო.
თავად ბობ ბონისი 1992 წელს გარდაიცვალა. მისმა ვაჟშვილმა მამის პირად არქივში ბრიტანული ჯგუფის 800-მდე სურათი აღმოაჩინა. ამათგან საუკეთესოები მომავალ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.
გავრცელდა ცნობა, რომ ფოტოგამოფენის გახსნას სერ პოლ მაკარტნი, რინგო სტარი და იოკო ონოც დაესწრებიან.