დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში პრემიერ სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს პეტრო პოროშენკოს ბლოკისა და "სახალხო ფრონტის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა ტრიბუნაზე ავიდა და პრემიერს წითელი ვარდების თაიგული აჩუქა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა.