16 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კინოთეატრ "გურია"-ში "ეტალონი 2016"_ ის შესარჩევი ტური გაიმართა.
პროექტში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის VIII-XII კლასის 14 მოსწავლე მონაწილეობდა.
"ეტალონი" მოსწავლის ტიტული სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარი ირემაძემ დაიმსახურა, რომელიც ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულს და მეორე-მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ ფასიანი საჩუქრები გადასცა.