ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატში, სადაც ქალაქის საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გამარჯვება #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლევან სიხარულიძემ მოიპოვა.
ღონისძიებას ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ.
,,გილოცავ ლევან ეტალონი მოსწავლის სტატუსის მოპოვებას, მიხარია, რომ გაიმარჯვე, წარმატებებს გისურვებ და მჯერა, ქალაქი ოზურგეთი იამაყებს შენით. ქალაქის მერია ,,ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებთან თანამშრომლობს, მე ვიცნობ ამ მოსწავლეების პოტენციალს და ვიცი მათი ხედვები, რომელსაც მე როგორც ქალაქის მერი ხშირად ვითვალისწინებ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ თითოეული მონაწილე ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვთვლი, რომ ამ კონკურსში დამარცხებული არ არსებობს. მიგულეთ თქვენს გვერდით, მერია მზადაა თქვენს წარმატებაში წვლილი შეიტანოს.“ -აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ
21 მაისს კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო – ,, საქართველოს 2015-2016 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე“ თბილისის სპორტის სასახლეში გამოვლინდება.