საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადეით, ხელისუფლება თავდაუზოგავათ შრომობს იმისთვის, რომ იყოთ ხელისუფლება, რომელსაც ხალხი იმსახურებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლით დასრულდა ავტორიტარული მმართველობა.
"ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ავტორიტარული მმართველობა და ავირჩიეთ განვითარების არსებითად ახალი გეზი – თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება. ისეთი საქართველო, რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი დიდი წინაპრების მუდმივი მისწრაფება – ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა, მსოფლიო მოწინავე ქვეყანათა მრავალფეროვნების თვითმყოფადი და გამორჩეული წევრი. ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.



































































