NDI-ის დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, კითხვაზე რომელი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების სიმცირე ქვეყანაში.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა:
სამუშაო ადგილები სიმცირე ან არარსებობა აწუხებს გამოკითხულთა 57%.
სიღარიბე- 29%.
ტერიტორიული მთლიანობა- 29%.
პენსიები მხოლოდ 28 პროცენტისთვისაა მნიშვნელოვანი პრობლემა.
გამოკითხულთათვის ნაკლებად პრიორიტეტულია კორუფციის, ციხრეებში პატიმართა მდგომარეობისა და უმცირესობათა უფლებები.
NDI-ს მიერ შემთხვევითობის პრინციპით 1881 რესპოდენტი გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით.


































































