საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყანაში ტურიზმია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 17 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2005 წლიდან 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას რომ ტურისზმი არის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყანაში.
ტურიზმიდან შემოსული თანხა შეადგენს 4 მილიარს 700 მილიონ დოლარს. გაიხსნა სხვადასხვა კარეგორიის 120-ზე მეტი სასტუმრო. გუდაურსა და ბაკურიანში განხორციელდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტი. შედეგად სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა. მომავალ წელს დასრულდება მიტარბის სათხილამურო კურორტის, საბაგიროების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაიხსნა სათხილამურო კურორტი "გოდერძი", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
































































