2010-2015 წლებში საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების 2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, _ ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:
"2010-2015 წლებში საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების 2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა;
ამასთან, საქართველოს დღემდე არ გააჩნია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვებისგანხორციელების წესის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის არარსებობის პირობებში, უაღრესად მაღალია კორუფციული შინაარსის შემცველი გარიგებებისგაფორმების შესაძლებლობა, რასაც, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა 2010-2015 წლებში;
– 2010-2015 წლებში გაფორმებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც ამავე პერიოდში განსაიდუმლოვდა, ნათლად მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმებისას, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვისშესახებ საქართველოს კანონის გამოყენებას, რაც აღნიშნული კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს;
ამასთან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მაგალითზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა საიდუმლო სახელმწიფო ხელშეკრულებების სტატუსით გაფორმებული ხელშეკრულებების როგორც რაოდენობა, ასევე ამ გარიგებების სახელშეკრულებო ღირებულება. თუმცა, მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება როგორც გაფორმებულისახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების საიდუმლოების მიზანშეწონილობის, ასევე, შემსრულებელი კომპანიების შერჩევის და შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობის საკითხი.
– საქართველოს მთავრობამ დროულად უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის მარეგულირებელი დადგენილების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა;
– შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცებამდე, მინიმუმამდე დაიყვანონ იმ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების ფორმით ხორციელდება", _ აღნიშნულია კვლევაში.





































































