"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში ა.მ.-ძის სახლიდან ქურდებმა 20 ტომარა თხილი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჩვენთან საუბრის დროს, ეს ამბავი დაადასტურეს.
თხილის მოპარვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.


































































