დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად გამოჩნდნენ, მაგრამ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილის დედის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან: “სხვა დროს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმაკი რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.
"ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხი.ამიტომ, მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ძლიერი, ამაყი ქართველი ერის მფარველი!“ _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

































































