ამა წლის 29 ნოემბერს ჰიუსტონში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 105+ წონით კატეგორიაში ქართველმა ლაშა ტალახაძემ მეორე შედეგი აჩვენა, პირველობა კი რუსმა ალექსეი ლოვჩევმა მოიპოვა. მაშინ ლოვჩევმა რეკორდული შედეგი – 475 კილოგრამი აჩვენა და სპორტული მსოფლიო აღაფრთოვანა. როგორც ახლა აღმოჩნდა, სულ ტყუილად, რადგან რუს სპორტსმენი დოპინგ ტესტზე ჩავარდა და მას მსოფლიოს ჩემპიონობა ჩამოერთმევა. ავტომატურად მსოფლიოს ნამდვილი ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა (შეგახსენებთ უკანასკნელად ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონობა გიორგი ასანიძემ მოიპოვა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი 2001 წელს გახდა).
აი რას წერს ამის შესახებ გიორგი ასანიძე :
"მინდა ლაშა ტალახაძეს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონობა….
არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს….
ლოვცევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე"
საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილოცვას ჩვენც ვუერთდებით და ქართველი სპორტსმენის გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავთ.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved





































































