პაკისტანის ქალაქ ქვეტაში პოლიომელიტის სამკურნალო ცენტრთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის თორმეტი პოლიციელი, ერთი ჯარისკაცი და ერთიც სამოქალაქო პირია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები ისლამისტების სამიზნეები ხშირად არიან.
მაუწყებლის ცნობით, ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიო ვაქცინაციას, რადგან მათი აზრით, დასავლეთს ამ ვაქცინის მეშვეობით პაკისტანელი ბავშვების სტერილიზაცია სურს.
როგორც ცნობილია, პოლიომელიტი არის ინფექციური დაავადებების გამომწვევი ვირუსი, რომელიც ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს და ის 5-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზიანოა.
მაუწყებლის ცნობით, პოლიო ვირუსი ავღანეთსა და პაკისტანშია გავრცელებული.