მოსკოვის ერთ-ერთ ბორდელში, მეძავებმა ახალგაზრდა პოლიციელი სცემეს და გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა ორგანოს უმცროს ლეიტენანტზე სექსუალური ძალადობა ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ის ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფმა არ იხსნა. ინციდენტი 11-12 დეკემბრის ღამეს, დასავლეთ მოსკოვში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელი სამსახურებრივი მიზნით იმყოფებოდა. სექს-მუშაკებთან საუბრისას, მას თავის არეში მრავალჯერადი დარტყმით გონება დააკარგვინეს, რის შემდეგაც დააბეს და ფალო-იმიტატორის საშუალებით მრავალჯერ გააუპატიურეს.
პოლიციელმა შესაბამისი ანგარიში უფროსობას წარუდგინა, სადაც დაწვრილებით აღწერს მომხდარის შესახებ და სამსახურის შენარჩუნებას ითხოვს. ინციდენტის შესახებ ცნობა ინტერნეტ-სივრცეში მოხვედრილი ამ მოხსენების წყალობით ახლა გავრცელდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved