ცოტა ხნის წინ იორდანიაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში განსაცვიფრებელი ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს. 70 ცალი ტყვიისა და ბრინჯაოს "წიგნი" – "ხელნაწერი ფურცლები", რომლებიც ერთმანეთთან მავთულის "ძაფებით" იყო დაკავშირებული.
რამდენიმე "წიგნში" მოცემულია ჩანაწერები, რომლებიც ჩვენი ერის პირველი ათასწლეულის ამბებს ეხება.
ბიბლიოთეკა კერძო პირმა აღმოაჩინა და არაფრით არ უნდოდა არქეოლოგებისთვის მისი გადაცემა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც შეიძლება ძვირად გაეყიდა. "წიგნები" კონტრაბანდული ფორმით გერმანიაში გადაიტანეს.
იორდანია ყველა საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას. მთელი ბიბლიოთეკა არამეულ, ძველებრაულ და ძველბერძნულ ენაზეა დაწერილი. ასევეა, ჩანაწერები იეროგლიფებით. ამ წიგნების ყველაზე დიდი "ღირსება" არის ის, რომ მათში მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. ტექსტებში სურათიც კია მოცემული ღვთის შვილისა და იმ ორი ავაზაკის გამოსახულებით, რომლებიც იესოსთან ერთად აწამეს.
თუ მეცნიერები ამ "წიგნების" ორიგინალობას დაადასტურებენ, მაშინ ეს როგორც ქრისტეს რეალურად არსებობის დოკუმენტი, გაცილებით მეტ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ბიბლია, რომელიც იესოს ჯვარცმიდან მხოლოდ 400 წლის შემდეგ დაიწერა.