დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ განაცხადა , რომ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სილაურსა და ჭანიეთში დასრულდა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და მალე ექსპლოატაციაშიც გადაეცემა.
"რადგან ახალი ბაღები აშენდა, გვინდა, რომ ფარდიდან დაწყებული, იქ ყველაფერი ახალი იყოს. სილაურისა და ჭანიეთის საბავშვო ბაღებისთვის 35 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარს შევიძენთ. ეს იქნება პატარებისთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი საჩუქარი," _ თქვა მან.