საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, მოქალაქე აშრაფ ალიევი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე რელიზაციის მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 10 წლამდე.