სირიის ქალაქ ჰომსში ორი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქება სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი უსაფრთხოების საგუშაგოსთან აფეთქდა, შემდეგ კი თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამარი გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.































































