ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც "გურია ნიუსს" სოფლის მკვიდრმა კაკო ჩხიკვიშვილმა უთხრა, გაზმომარაგება შეწყვეტილია და მოსახლეობას გათბობის სხვა საშუალება არ აქვს.
"გაზმომარაგება, დაახლოებით, 3 საათზე მეტია შეწყვეტილი გვაქვს. გათბობის სხვა საშუალება კი არ გაგვაჩნია. იქნებ მიაწოდოთ ვინეს ჩვენი გასაჭირი", _ აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიცვიპალიტეტს გაზმომარაგება ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს.
როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან "გურია ნიუსს" აცნობეს, გაზმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება.
"გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება აღდგება უახლოეს საათებში", _ აღნიშნავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!