ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ რამადში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს.
აღნიშნულ ინფორმაციას CBSNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა 40-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვნეს, რომელთა უმეტესობაც ბავშვებსა და ქალებს ეკუთვნით.
როგორც ცნობილია, მსგავსი მასობრივი საფლავები სირიისა და ერაყის იმ ადგილებში იპოვნეს, რისი გამოთავისუფლებაც "ისლამური სახელმწიფოდან" შეძლეს.