ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა.
"სოკარ ჯორჯია გაზის" და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები დაზიანებულ ადგილებზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1700 აბონენტი დღეს დილიდან იყო გამორთული. ოფიციალური ინფორმაციით გაზის გათიშვა მილების გაყინვამ გამოიწვია.