გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების საკითხი მოგვარებულია.
კომპანია "სოკარში" აცხადებენ, რომ ქალაქის გაზმომარაგება უკვე დაიწყო, თუმცა, მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაზს ამაღამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სრულად ვერ მიიღებს.
"უკვე გავუშვით წნევა და დავიწყეთ გაზმომარაგება. სასიცოცხლო ობიექტებს ამაღამვე მივაწოდებთ გაზს, თუმცა, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არ არის, წნევის ღამით გაშვება. ამიტომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაზი ხვალიდან აღუდგება. ქალაქის ტერიტორია კი ამაღამვე მომარაგდება", _ უთხრეს "გურია ნიუსს" "სოკარში".