17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2 % შეადგინა.
ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 71847 ამომრჩევლიდან 17.00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 18813 პირმა მიიღო.
"საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მხოლოდ პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის უბნებზე დაწერილია 18 საჩივარი, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ასევე ეხება პროცედურულ დარღვევას", _ აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში 20.30 საათზე გაიმართება.