ცხრა მომხრე და ოთხი წინააღმდეგი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკისა და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.
დეპუტატი ნათია შარაშენიძე ირინა საჯაიას სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს და ეს საქმე მოკვლევის დონეზე შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონულ პოლიციაში მიმდინარეობს.