გასულ წელს საქართველოდან თურქეთს 150 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, რითაც ქართველებმა გერმანელების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველებს კი ბულგარელები მოსდევენ.
აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ყველზე მეტი ტურისტი სტამბულს, ედირნეს და ართვინს (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) ეწვია.
ამ სამეულს პოპულარობით მოსდევს ანტალია და იზმირი. სულ ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში 36 მილიონი სტუმარი იმყოფებოდა.