ამ წუთებში ქალაქ გორში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. პირველ საკითხად ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის იმპიჩმენტის საკითხი არის გამოტანილი.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 15 დეპუტატიდან 7 მიიღო და უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულია.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ საკრებულოზე მისი მოადგილის და ოთხი კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დადგება.