ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებლები პაატა ბურჭულაძე, ვანო მაჭავარიანი და ხათუნა ლაგაზიძე იმყოფებიან. ისინი ფონდის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში მართავენ.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე გაიხსნა ფონდის ოზურგეთის ოფისი. ოფისის გახსნამდე პაატა ბურჭულაძეს ერთ-ერთმა ოზურგეთელმა ქალბატონმა გამარჯობის შემდეგ ასეთი ს რეპლიკა უთხრა: "გაჭირვებულ ხალხს მიხედეთ, ეს არის მთავარი დღევანდელ ყოფაში".
პაატა ბურჭულაძემ ქალბატონს მოკლედ უპასუხა: "სწორედ მაგისთვის ვართ ჩამოსულები".