ამერიკული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კალიფორნიაში, ჯეფ სტოუნმა ახალი, რიგით 51-ე შტატის წარმოქმნის პროექტი წარადგინა.
მისი გეგმის თანახმად, კალიფორნიის შტატს 13 რეგიონი უნდა ჩამოშორდეს და ჩამოყალიბდეს ახალი შტატი – სამხრეთ კალიფორნია.
კერძოდ, "ოქროს შტატად" წოდებულ კალიფორნიას უნდა ჩამოსცილდეს: ფრესნო, იმპერიალი, ინიო, კერნი, კინგსი, მადერა, მარიპოსა, მონო, ორინჯი, რივერსაიდი, სან-ბერნარდინო, სან-დიეგო და თულარე.
თუკი შტატის წარმოქმნა მოხდება, ის მოსახლეობის მხრივ სიდიდით მეხუთე შტატი გახდება, ხოლო, დაშლის გამო, კალიფორნია პირველ ადგილს ტეხასს დაუთმობს.
საინტერესოა, რომ ის რეგიონები, რომლებიც სტოუნმა ჩამოთვალა, რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით არიან ცნობილნი, ხოლო დანარჩენი რეგიონები დემოკრატებს უჭერენ მხარს.