ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ საკუთარი ვერსიით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი დაასახელა.
პელეს მიერ დასახელებულთა შორის, მის მიერ ხშირად გაკრიტიკებული არგენტინელი დიეგო მარადონაც აღმოჩნდა.
ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: იოჰან კრუიფი, ბობი მური, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა და ზინედინ ზიდანი.