თურქეთის ქალაქ ორდუში 39 წლის საქართველოს მოქალაე ნახეს მოკლული. მირიან ბოღვერაძეს თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი. სამართალდამცველებს მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, ერთადერთი ვერსია – ძარცვის გამო მკვლელობა აქვთ.
ამ დროისათვის გარდაცვლილი ქალაქის პროზექტურაშია გადასვენებული და გაკვეთის შემდეგ დაღუპულს საქართველოში გადმოასვენებენ.
წყარო: www.habergazete.com