წუხელ და დღეს დილით, ოზურგეთში ორი სხვადასხვა ავარია მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თაყაიშვილის ქუჩაზე, წუხელ, მსუბუქ ავტომობილზე მჯდომი მოქალაქე ე.კ. პოლიციელის მანქანას შეეჯახა. მსხვერპლი არ ყოფილა. ასევე უმსხვერპლოდ დასრულდა, იგივე თაყაიშვილის ქუჩაზე, ამ დილით მომხდარი ავტოავარია. მაღალი სიჩქარით მომავალი თეთრი ფერის ჟიგული ბორდიურს შეეჯახა და ამოყირავებული გზის გადაღმა გადავარდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არც აქ ყოფილა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები.
შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში ავტოვარია წუხელ, 12 საათისთვის მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოძიება მიმდინარეობს ს.სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მეორე ავარიას, ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, იმავე თაყაიშვილის ქუჩაზე სწრაფად მომავალი მანქანა ამობრუნდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარი ავტოავარია გაფორმდა ადმინისტრაციულ დარღვევად, 125-ე მუხლის შესაბამისად.