თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის და კოლეგიათა თავმჯდომარეობის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძეს და კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კენჭს პარასკევს უყრიან.
იუსტიცის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – გიორგი ებანოიძის და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში – რეზო ნადარაიას კანდიდატურა წარადგინა.