“ბატონ გოგი თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ერთმანეთის მისამართით, საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. საბედნიეროდ, ჩვენი წევრები ამ შეთანხმებას დღემდე ასრულებენ.
ამ ეტაპზე, კოალიციის წევრებს შორის გარკვეული დაპირისპირების საკითხის განსახილველად პოლიტსაბჭოს მოწვევა ნაადრევია. დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტსაბჭოსთვის სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგებული იქნება.” – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გადაცემა 2030-ში გააკეთა.
მისი თქმით, საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში გარკვეული შეკითხვები იყო, რასაც ამომწურავი პასუხები გაეცა და შეკითხვები აღარ დარჩა, თუმცა როცა უმრავლესობის მხრიდან, კოალიციის მიერ მიღებული რეზულტატის მიმართ კითხვები ამდენი ხნის შემდეგ ჩნდება, ეს სწორი არაა და პარტიკულარულ ინტერესებს უფრო ემსახურება.
ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, კოალიის დატოვების განცხადება არავის გაუკეთებია, ამიტომ გუნდის დაშლაზე ფიქრი უსაფუძვლოა.
“ჩვენს ინტერესებშია, 2016 წლის არჩევნებზეც ერთიანი კოალიციით წარვსდგეთ. ამ წუთისთვის სურვილი ასეთია. თუმცა, საბოლოოდ, რაზე შევთანხმდებით, ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია. " – აღნიშნა უმრავლეოსბის ლიდერმა.
ზვიად კვაჭანტირაძემ, გადაცემაში, ტყიბულში მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, პროცესის დარეგულირებას.