წარმატებით დასრულდა საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჟენევაში, სადაც, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციიაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობების განვითარებას და საქართველოში ინვესტიეციების გაზრდას შეუწყობს ხელს.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ ხელმოსაწერი ტექსტის საბოლოო ვარიანტზე და მას ხელი მალე მოეწერება.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიდიერ ბუქჰალტერის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოს ამ საკითხის მოგვარებაში ყველა ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.