ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ ტრეფიკინგის მძიმე შემთხვევებზეა საუბარი.
"საქართველომ უნდა გაზარდოს სამართალდამცავების ცოდნა სპეციალიზებული სწავლების მეშვეობით და კურსდამთავრებულებს ტრეფიკინგის გამომძიებლების სახელი უნდა მიანიჭოს, გაითვალისწინოს დაზარალებული მოწმის დაცვა საგამოძიებო პროცესში, გაზარდოს ძალისხმევა გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილები და ამხილოს შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევები და სექსუალური ტრეფიკინგით მოვაჭრეები, მოამზადონ შრომის ინსპექცია პოტენციური შრომითი ტრეფიკინგის გამოსაძიებლად", _ აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა უფრო ეფექტურად აქტიური მეთოდებით უნდა იმუშაოს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირება შეძლოს. ასევე უნდა გააგრძელოს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტრეფიკინგის, იურიდიული გზით პრობლემის მოგვარების და დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის.