ქალაქ ინეგოლში გამართულ ქართველთა საზეიმო ვახშამს, რომელიც იქ მცხოვრები ქართველების ინიციატივით გაიმართა, თამადა უძღვებოდა. ვახშამზე ქალაქში და ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქართველები დაპატიჟეს. მათ შორის ბევრი უხუცესიც. მართალია, სუფრაზე ღვინო არ იყო, მაგრამ თამადა უხვსიტყვიანი და ინეგოლის საკმაოდ გავლენიანი გუბერნატორი ალი აქჩა გახლდათ, რომელიც აჭარიდან წასულ მუჰაჯირთა შთამომავალია.
ვახშამზე, რომელიც ბურსის მხარის სამოქალაქო ინიციატივებისა და კავკასიური ფოლკლორის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ქართული კერძები ჭარბობდა. სტუმართა შორის ბევრი იყო პოლიტიკოსიც და ძალოვანი სტრუქტირების წარმოამდგენლები.
ვახშამი ქალაქის ერთ-ერთ ტავერნაში გაიმართა და მას კულტურული დატვირთვა ჰქონდა.