საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ლტოლვილების კარვები დაიტბორა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კარვებში 12 000-ზე მეტი ადამიანი აფარებს თავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოხუცები, ბავშვები და ორსული ქალები სიცივესა და რთულ პირობებში იმყოფებიან, ხოლო მათი ნივთები წყალდიდობის შედეგად დასველდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის უფლებას დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მხოლოდ მიგრანტების მცირე რაოდენობას აძლევენ.