დღეს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოადგილეებთან მარიამ ვალიშვილთან და ილია ელოშვილთან ერთად მივა.
მინისტრის ანგარიშს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ.
საკომიტეტო სხდომის მთავარ თემას ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. საუბარი შეეხება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განხორციელებელ საკითხებსაც.