ჯგუფ "ბითლზის" პროდიუსერი ჯორჯ მარტინი 90 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, სამშაბათს გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პროდიუსერის ოჯახის წევრებმა თანაგრძნობის გამოხატვისთვის ყველას მადლობა გადაუხადეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ბითლზის" პროდიუსერს 700-ზე მეტი ჩანაწერი აქვს გაკეთებული.
როგორც ცნობილია, ჯგუფ "ბითლზის" გარდა, ის მუშაობდა მსახიობებთან დეიმ შერლი ბასისთან, ჩილა ბლექთან, გერი ენდ ზი ფისმეიქერთან.