სიმინდის ერთ-ერთ სახეობა _ "ბატიბუტა", რომელიც წვრილ მარცვლებს ისხამს და ვეგეტაციისთვის მოკლე დრო სჭირდება, შესაძლოა, წელიწადში ორჯერ მოვიწიოთ. სავეგეტაციო დროის სიმცირე საზღვრავს , "ბატიბუტას" თავგადასავალი ჯერ ზაფხულში დასრულდეს, მერე კი კვლავ დავთესოთ და მეორე მოსავალი შემოდგომის ბოლოს მივიღოთ.
"ბატიბუტა" არაჩვეულებრივი საკვებია მოზრდილი წიწილებისთვის; რა თქმა უნდა, იგი ქათმებისთვის და სხვა შინაური ფრინველისთვისაც გამოსადეგარია. "ბატიბუტა" სიმინდისგან ე. წ. ცნობილ ბატიბუტს აკეთებენ, რომელსაც შაქრის მაღალი შემცველობა გააჩნია.
"ბატიბუტას" მოყვანის მსურველებმა, ის აუცილებლად ცალკე უნდა დათესოთ, ნიადაგში მარცვლები ახლო-ახლო უნდა მოათავსოთ. მას მეტსახელად "შვიდკვირას" ეძახიან, რადგან სრული ვეგეტაცია დროის ამ მონაკვეთს საჭიროებს.
დათესეთ "ბატიბუტა" და გახდით მისი შვიდკვირიანი თავგადასავლის მონაწილე. ეს შრომის განწყობას აგიმაღლებთ და სარგებელსაც ნახავთ.