საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქართული დელეგაციის წევრები უსაფრთხოდ არიან. პარლამენტარი გუგული მაღრაძე ფეისბუქში წერს, რომ პარლამენტარები აფეთქებების შედეგად არ დაზარალებულან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება. ტერორიზმი არის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა და მასთან ბრძოლა მხოლოდ კულტურის, განათლების და დიპლომატიის გზით არის შესაძლებელი.
ევრონესტის საქართველოს დელეგაციის ყველა წევრი, ვინც ახლა აქ ვიმყოფებით, ბრიუსელში გადავრჩით და სამშვიდობოზე ვართ."-წერს გუგული მაღრაძე.