BBC-ის ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტში მესამე ეჭვმიტანილი ნაზიმ ლააშრაუი სამართალდამცავებმა ბრიუსელის რაიონ ანდერლეტში დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულს პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც ედება ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ორი აფეთქება აეროპორტში, ხოლო ერთი მეტროში, ევროსაბჭოს სიახლოვეს მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ამავე თემაზე:
ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება თვითმკვლელმა ძმებმა განახორციელეს