გარდა იმისა, რომ 25 წლის კრისტინა პედროჩე წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია, ის ფეხბურთის დიდი ქომაგია, თანაც, არა რომელიმე გრანდის, არამედ, მოკრძალებული "რაიო ვალეკანოს" გულშემატკივარია – კლუბის, რომელიც არაფრით გამოირჩევა ესპანეთის ჩემპიონატში.
კრისტინა ხშირად პოზირებს ცნობილი პრიალა ჟურნალებისთვის. ის რამდენჯერმე მოხვდა ჟურნალ FHM-ის გარეკანზე გულახდილ სამოსში გამოწყობილი.
წარსულში კრისტინა მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ხვდებოდა, თუმცა, რომანის დასრულების შემდეგ, კრისტინამ გადაწყვიტა, აღარ დაეჭირა მხარი მადრიდული გრანდისთვის და დედაქალაქის ყველაზე მოკრძალებული კლუბის – "რაიო ვალეკანოს" ქომაგი გახდა.