EURONEWS-ის ინფორმაციით, EGYPTAIR-ის თვითმფრინავიდან, რომელიც გატაცების შემდეგ ლარნაკას აეროპორტში დაეშვა მგზავრების უმეტესობა გაათავისუფლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავში ამ დროისთვის ოთხი მგზავრი იმყოფება.
როგორც ცნობილია, გატაცების დროს, სამგზავრო თვითმფრინავი რეისს ალექსანდრიადან კაიროს მიმართულებით ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების გარდა, 81 მგზავრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიის და პოლიციის წყაროების თქმით, თვითმფრინავის გატაცება ერთმა შეიარაღებულმა ადამიანმა განახორციელა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის გატაცებაში ეჭვმიტანილი, ალექსანდრიას უნივერსიტეტში ვეტერინარიის ფროფესორი იბრაჰიმ აბდელ თავაბ სამაჰაა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავის გატაცების მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის შესაძლებელია პირად მოტივებს უკავშირდება.