90 წლის ასაკში კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.
ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. მისი ფილმებია – "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".
ჯილდოები, პრემიები და პრიზები – თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი; ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი; საქართველოს სახალხო არტისტი; სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი; ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი; მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრანპრი; ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრანპრი; ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი; ღირსების ორდენი.