ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაგამყოფსა და მოედნებზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა.
გზაგამყოფზე ემონიუსის ჯიშის მარადმწვანე მცენარე დაირგო, რომელიც ყინვაგამძლეა, აქაურ კლიმატურ პირობებს ეგუება და გამწვანების სისტემაში ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა. პროექტის ფარგლებში რკინიგზის სადგურის მოედანზე დაირგო ვარდის სხვადასხვა ჯიში.
სამწუხაროდ, მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა მცენარეების ქურდობის ფაქტები.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ქუჩაში დარგულ მცენარეებს გაუფრთხილდნენ. ქურდობის ფაქტის კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში ქალაქის მერია იძულებული გახდება, შესაბამისი ზომები მიიღოს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
(R)