საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
ამის შესახებ ინფორმცია ომბუდსმენის ოფიაციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
"2016 წლის 31 მარტს "სახალხო დამცველის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველიმა პარლამენტს 2015 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც 1259 გვერდს მოიცავს და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტში მიმოიხილულია სამოქალაქო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრი. სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს", _ აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშს საზოგადოებას 2016 წლის 1 აპრილს 11:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს.