"მე გამომყვა ქართველი ხალხი და ჩვენ ერთად ავაშენეთ მახათას მთაზე ტაძარი, ახლა გამომყევით და ერთად ავაშენოთ საქართველოს მომავალი", -ასეთი განაცხადი გააკეთა დღეს პაატა ბურჭულაძემ ლანჩხუთში "საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაციისას, რომელიც მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ ეტაპზე ფონდის შექმნის მიზანია მთავრობას მიაწოდოს რეალური სურათი, სათანადო რეკომენდაციებთან ერთად, ქვეყანაში და მათ შორის რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა პაატამ ლანჩხუთელებს ფონდის ადგილობრივი წარმომადგენელი სალომე ნარიაშვილი წარუდგინა, რომელიც ახალგაზრდულ გუნდს უხელმძღვანელებს.