ქალაქ ბორჯომში გამართულ მემორიალურ ტურნირზე, რომელიც წარსულში ცნობილი კარატისტის, როლანდ მუმლაძის სახელს უკავშირდება, ლანჩხუთის სპორტული ცენტრი 15 სპორტსმენით წარსდგა. ეს ტურნირი გარკვეულწილად მოსამზადებელი ეტაპი გახლდათ საერთაშორისო პირველობისთვის, რომელსაც 17 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. აქ არაერთი ქვეყნის კარატისტთა ნაკრები იქნება წარმოდგენილი.
საერთო ჯამში გურულ კარატისტთა ბორჯომულ მონაგარში, პირველობისთვის მერაბ თურქიამ, ლაშა ბერიძემ და მანუჩარ ჩხაიძემ მოამზადეს, ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთიც ბრინჯაოა. პირველ ადგილზე ჩვენებურთაგან ზურა ბერიძე, ლუკა ლომაძე, გიორგი ჩხაიძე, ბათა დუმბაძე, გუგა ივანაშვილი ( გუგამ ორ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი). მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ- ზურა და თიკა ლომაძეები, დათო დუმბაძე და გიორგი ზენაიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდნენ: აკაკი პატარაია, საბა კვაჭაძე, ანრი ჩხარტიშვილი (ორი მესამე ადგილი) და ანა დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის პირველობაზე მსაჯობას ორი ლანჩხუთელი წევდა. მერაბ თურქია ტურნირის მთავარი მსაჯი იყო, ლაშა ბერიძე კი – რიგითი.